17.მე-17 ჯგუფის ელემენტები
17.1.ჰალოგენები
კითხვა:
როგორ მიიღება მრეწველობაში ერთ-ერთი ძლიერი კლასიკური მათეთრებელი საშუალება ნატრიუმის ჰიპოქლორიტი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
პასუხი:
ნატრიუმის ჰიპოქლორიტს მრეწველობაში ღებულობენ შემდეგი ხერხებით:
- კირიანი წყლის ქლორირება და მიღებული ქლორკირის სოდით დაშლა:
Ca(OH)2 + Cl2 → CaOCl2 + H2O
CaOCl2 + Na2CO3 → CaCO3↓ + NaCl + NaOCl
- ნატრიუმის ტუტის წყალხსნარის ქლორირება:
Cl2 + 2 NaOH → NaOCl + NaCl + H2O
- ნატრიუმის კარბონატის წყალხსნარის ქლორირება:
2 Na2CO3 + Cl2 + H2O → 2 NaHCO3 + NaOCl + NaCl
2 NaHCO3 + Cl2 → NaOCl + NaCl + 2 CO2 + H2O