17.მე-17 ჯგუფის ელემენტები
17.1.ჰალოგენები
კითხვა:
ახსენით მარილმჟავას მჟანგავი და აღმდგენი უნარი. მოიყვანეთ მაგალითები.
პასუხი:
ეტალთა სტანდარტულ პოტენციალთა რიგში წყალბადამდე მოთავსებულ მეტალებთან (მჟავას კონცენტრაციის მიუხედავად) მარილმჟავას მჟანგავ უნარს H+ განაპირობებს, რადგან Clˉ-იონს უარყოფითი მუხტი აქვს.
მარილმჟავა აღმდგენ ბუნებას Clˉ ანიონით ავლენს. ის რეაქციაში შედის ძლიერ მჟანგავებთან KMnO4, K2Cr2O7, KCl3, MnO2 და სხვ. HCl გაცხელებით ჰაერის ჟანგბადსაც აღადგენს კატალიზატორის, CuCl2-ის თანაობისას:
4 HCl + O2→ 2 H2O + 2 Cl2