17.მე-17 ჯგუფის ელემენტები
17.1.ჰალოგენები
კითხვა:
რა მოდიფიკაციებს წარმოქმნის ფთორი? რა განსხვავებაა მათ შორის?
პასუხი:
ფთორი წარმოქმნის ატმოსფერულ წნევაზე მდგრად ორ კრისტალურ მოდიფიკაციას: α-ფთორს და β-ფთორს. ისინი განსხვავდება კრისტალური სტრუქტურის ტიპით და შესაბამისი უჯრედის პარამეტრებით:
α-ფთორი არსებობს 45.6K-ზე დაბალ ტემპერატურაზე; მისი კრისტალური სტრუქტურა მონოკლინური სინგონიისა უჯრედის პარამეტრებით: a = 0.550 ნმ, b = 0.328 ნმ, c = 0.728 ნმ, β = 102,17°, Z = 4, d = 1,97 გ/სმ3.
β-ფთორი არსებობს 45.6÷53.53K ტემპერატურულ ინტერვალში, კრისტალური სტრუქტურა კუბური სინგონიისა უჯრედის პარამეტრებით: a = 0.667 ნმ, Z = 8, d = 1.70 გ/სმ3.