17.მე-17 ჯგუფის ელემენტები
17.1.ჰალოგენები
კითხვა:
რა არის ზოგიერთ მეტალთან ფთორის დაბალი რეაქციისუნარიანობის მიზეზი? რომელია ეს მეტალები?
პასუხი:
მეტალების უმრავლესობასთან ფთორი მოქმედებს ჩვეულებრივ პირობებში. მაგრამ ზოგიერთი მეტალი (Fe, Cu, Al, Ni, Mg, Zn) ფთორთან ურთიერთქმედებს არაქროლადი, მდგრადი დამცავი ფენის – ფთორიდის წარმოქმნით, რომელიც ხელს უშლის რეაქციის გაგრძელებას.