17.მე-17 ჯგუფის ელემენტები
17.1.ჰალოგენები
კითხვა:
რით აიხსნება ფთორის განსაკუთრებული ქიმიური აქტიურობა?
პასუხი:
ფთორი გამოირჩევა განსაკუთრებული ქიმიური აქტიურობით. ის უძლიერესი მჟანგავია, რის გამოც მას “ყველაფრის მჭამელი” უწოდეს (ა.ე. ფერსმანი). ფთორის მაღალი ქიმიური აქტიურობა აიხსნება დისოციაციის დაბალი ენერგიით. ქიმიური ბმები სხვა ელემენტებთან დიდი სიმტკიცით გამოირჩევა (მაგალითად, H–F 565 კჯ/მოლია, HC–F 453 კჯ/მოლი და სხვ.).