17.მე-17 ჯგუფის ელემენტები

17.1.ჰალოგენები

კითხვა:

როგორი თანაფარდობაა ბმის ენერგიებს შორის Cl2-ისა და F2-ის მოლეკულებში? ახსენით მიზეზი.

 

პასუხი:

Cl2-ის მოლეკულის დისოციაციის ენერგია მეტია (238 კჯ/მოლი), ვიდრე F2-ის (158 კჯ/მოლი). Cl2-ის მოლეკულის შედარებით მაღალი მდგრადობა შეიძლება აიხსნას იმით, რომ F2-ის მოლეკულაში არამაკავშირებელი ელექტრონები განიზიდებიან უფრო ძლიერ, ვიდრე ქლორის ბევრად დიდი ზომის მოლეკულაში. მეორე მხრივ, ფთორის მოლეკულისაგან განსხვავებით, ქლორის მოლეკულაში ბმის რეალური ენერგია ბევრად აღემატება შესაბამისი ერთმაგი ბმის თეორიულად გათვლილ ენერგიას, რაც მიანიშნებს დამატებითი ბმების წარმოქმნაზე. ეს კი შესაძლებელია იმის დაშვებით, რომ დონორულ-აქცეპტორული მექანიზმით დამატებით აღიძვრება კოორდინაციული ბმა, კერძოდ, ქლორის ერთი ატომის გაუზიარებელი ელექტრონული წყვილის გადასვლით მეორე ატომის თავისუფალ 3d-ორბიტალზე:

ე.ი. ქლორის თითოეული ატომი ერთდროულად წარმოადგენს დონორსა და  აქცეპტორს:

შედეგად, ქლორის მოლეკულაში ატომებს შორის ფაქტობრივად სამმაგი ბმაა, რომელიც F―F ბმაზე უფრო მტკიცეა.


 

s