16.მე-16 ჯგუფის ელემენტები

16.1.ჟანგბადი

კითხვა:

როგორ წარმოიქმნება ოზონი მოლეკულური ჟანგბადისგან?

 

პასუხი:

ჟანგბადის მოლეკულებზე მოკლეტალღიანი სხივის (ულტრაიისფერი) აგრეთვე ელექტრონების ან პროტონების ნაკადის მოქმედებით ადგილი აქვს ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც შეიძლება შემდეგი სქემით გამოისახოს:

O2 + hn → O2*

 O2* + O2 → O3 + ·O·

 ·O· + O2 → O3

ან ჯამურად:

 3 O2 ⇄ 2 O3   
298= 326 კჯ/მოლი