1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები
1.2.ტუტე მეტალები
კითხვა:
რით არის განპირობებული ტუტე მეტალების სირბილე? როგორი კრისტალური სტრუქტურა აქვს მათ?
პასუხი:
ყველა ტუტე მეტალისათვის დამახასიათებელია მოცულობაცენტრირებული კუბური სტრუქტურა. ტუტე მეტალები ხასიათდება დიდი ატომური რადიუსით და იონიზაციის დაბალი ენერგიით. მეტალების კრისტალურ მესერში ძირითადად კატიონებია განლაგებული, რაც მათი განზიდვის გამო განაპირობებს მესრის ადვილად რღვევას.