16.მე-16 ჯგუფის ელემენტები
16.1.ჟანგბადი
კითხვა:
დაწერეთ ჟანგბადის მოლეკულის ელექტრონული ფორმულა, ააგეთ შესაბამისი ელექტრონული დიაგრამა. რატომ იზიდავს მაგნიტი თხევად და მყარ მდგომარეობაში მყოფ ჟანგბადს?
პასუხი:
ჟანგბადის მოლეკულაში (O2) ქიმიური ბმების წარმოქმნაში მონაწილეობს თითოეული ატომის ოთხი 2p-ელექტრონი. აქედან გამომდინარე, მოლეკულურ ორბიტალებზე რვა ელექტრონი უნდა გადავიდეს. ექვსი მათგანი დაიკავებს სამ მაკავშირებელ და ორ გამთიშავ ორბიტალს. მაკავშირებელი ელექტრონები ოთხით მეტია გამთიშავი ელექტრონების რაოდენობაზე, ამიტომ ბმის რიგი ორის ტოლია. ორივე π2pგ -ორბიტალი ენერგეტიკულად ტოლფასია და მათზე ელექტრონები ჰუნდის წესის შესაბამისად განლაგდება. ამიტომ თითოეულ π2pგ-ორბიტალზე ერთი ელექტრონი თავსდება, რომელთა სპინებს ერთნაირი მიმართულება აქვთ. ჟანგბადის მოლეკულაში ორი გაუწყვილებელი ელექტრონია, რის გამოც, ეს მოლეკულა პარამაგნიტურია. ამრიგად, მოლეკულური ორბიტალების მეთოდი ხსნის მოლეკულური ჟანგბადის მაგნიტურ თვისებებს.
z
ჟანგბადის მოლეკულის (O2) წარმოქმნის ენერგეტიკული სქემა