1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები
1.2.ტუტე მეტალები
კითხვა:
როგორ ღებულობენ ტუტე მეტალებს მრეწველობაში? რატომ არ იღებენ მათ ტუტეების ელექტროლიზით?
პასუხი:
ლითიუმს იღებენ მისი ქლორიდის ნალღობის ელექტროლიზით. ნატრიუმი მიიღება ქლორიდის ან ჰიდროქსიდის ნალღობის ელექტროლიზით. ნატრიუმის ქლორიდის ლღობის ტემპერატურის შესამცირებლად მას უმატებენ კალიუმის ქლორიდს:
ამ დროს გამოყოფილი მეტალური ნატრიუმი შედის რეაქციაში წყალთან და ტუტესთან და ამცირებს გამოსავლიანობას:
2 Na + 2 H2O → 2 NaOH + H2 ↑
2 Na + 2 NaOH → 2 Na2O + H2 ↑
ამიტომ ნატრიუმის მიღების თანამედროვე მეთოდად ითვლება NaCl-ის ნალღობის ელექტროლიზი. არსებითად ასეთივე გზით მიიღება ლითონური კალიუმი:
2 KCl → 2 K + Cl2
4 KOH → 4 K + 2 H2O + O2
ტექნიკური სირთულეების გამო, ამ მეთოდმა ვერ ჰპოვა ფართო გამოყენება.
კალიუმის მიღების თანამედროვე მეთოდი ემყარება შემდეგ რეაქციებს:
გამლღვალ კალიუმის ქლორიდში ან ტუტეში ატარებენ ორთქლისებრ ნატრიუმს, რომელსაც აკონდენსირებენ. ნატრიუმი ნაერთიდან აძევებს ბევრად აქტიურ მეტალს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია კალიუმის მეტი აქროლადობა (tლღ. 760 °C; tდუღ. 883 °C) და ორთქლის დაბალი სიმკვრივე.
რუბიდიუმი და ცეზიუმი ასევე მიიღება მეტალთერმული და თერმული დაშლის მეთოდებით.