15.მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.2.დარიშხანის ქვეჯგუფი

კითხვა:

როგორ იცვლება As(V) ― Sb(V) ― Bi(V) რიგში შესაბამისი ნაერთების მდგრადობა? როგორი ბუნებისაა დარიშხან(V)-ის ბინარული ნაერთები?

 

პასუხი:

 As(V) ― Sb(V) ― Bi(V) რიგში ნაერთების მდგრადობა კლებულობს. +5 ჟანგვითი რიცხვი, ძირითადად, დამახასიათებელია სტიბიუმისთვის, ნაკლებადაა დამახასიათებელი დარიშხანისთვის.

ქიმიური ბუნების მიხედვით, დარიშხან(V)-ის და მისი ანალოგების ბინარული ნაერთები მჟავებია. მათი შესაბამისი ანიონური კომპლექსებია: EHal6-, EO43-, E(OH)6-.

As2O5 თეთრი ფერის მინისებრი ნივთიერებაა, რომელიც წყალში კარგად იხსნება:

As2O5 + 3 H2O → 2 H3AsO4

 

Sb2O ძირითადად მჟავური ბუნებისაა. მას შეესაბამება სტიბიუმის მჟავა. Sb2O5 წყალში ცუდად იხსნება, უკეთესად იხსნება ტუტის ხსნარში:

Sb2O5 + 2 KOH + 5 H2O → 2 K[Sb(OH)6]

ოქსოარსენატების სტრუქტურა ოქსოფოსფატ(V)-ის სტრუქტურის მსგავსია. As2O5 და Sb2O5 ტუტეებთან და ფუძე ოქსიდებთან წარმოქმნიან M1+SbO3, M3+SbO4, M22+Sb2O7 შედგენილობის ოქსოარსენატებს (V) და ოქსოსტიბატებს(V); ბისმუტატები კი, პასუხობენ M1+BiO3 შედგენილობას.