1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები
1.2.ტუტე მეტალები
კითხვა:
რომელ მეტალებთან არის მიღებული ლითიუმის შენადნობები? რა სპეციფიკური თვისებებით ხასიათდება ეს შენადნობები?
პასუხი:
ლითიუმი შენადნობებს იძლევა Mg-თან, Al-თან, Zn-თან და სხვ. ალუმინის შენადნობი, რომელიც 1 % ლითიუმს შეიცავს, ხასიათდება მაღალი მექანიკური სიმტკიცით და კოროზიამედეგობით; 2 % ლითიუმის შემცველი სპილენძის შენადნობი გამოირჩევა მაღალი ელექტროგამტარობით.