14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.3.გერმანიუმის ქვეჯგუფი

კითხვა:

როგორია გერმანიუმის ქვეჯგუფის მეტალების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე?

 

პასუხი:

გერმანიუმი და მისი ნაერთები მცირე კონცენტრაციით არ ავლენს ძლიერ მომწამლავ თვისებას, თუმცა მათთან ხანგრძლივი მუშაობისას, განსაკუთრებით დიდი რაოდენობების გამოყენებისას, უსაფრთხოების წესები მკაცრად უნდა იქნას დაცული. კალას არაორგანულ ნაერთებთან შედარებით, ადამიანის ორგანიზმისთვის მავნეა მისი ორგანული ნაერთები, რომელთა მოქმედება შეიძლება ლეტალური შედეგით დამთავრდეს. კიდევ უფრო საშიშია ტყვიის და მისი ნაერთების ადამიანის ორგანიზმზე მოქმედება. ტყვიის ერთ-ერთი ვერაგი თვისებაა მისი ადამიანის ორგანოებში (სისხლმბადი ორგანოები, ღრუ-ძვლები, თირკმელები, თავის ტვინი) დაგროვება; ამასთან მისი მოქმედება, ზომიერ დოზებში, უეცარ ძლიერ უარყოფით შედეგებს ნაკლებად იძლევა. მას უფრო ამ ზემოქმედების შედეგების ხშირად ძნელად პროგნოზირებადი ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს, რაც ხშირად სერიოზულ გართულებებს იწვევს. განსაკუთრებით საშიშია ხანგრძლივი ინტოქსიკაციის შედეგად ანემიის, კაპილარული სპაზმების და ნაადრევი ათეროსკლეროზის განვითარება, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება და სხვ.