1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები
1.2.ტუტე მეტალები
კითხვა:
რომელ მეტალს ემსგავსება ლითიუმი ნახშირბად(IV)-ის ოქსიდთან ურთიერთქმედების ხასიათით? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.
პასუხი:
ლითიუმი მაგნიუმის მსგავსად ურთიერთქმედებს ნახშირბადის დიოქსიდთან:
4 Li + CO2 → C + 2 Li2O