14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.3.გერმანიუმის ქვეჯგუფი

კითხვა:

როგორია მარილმჟავასთან და გოგირდმჟავასთან გერმანიუმის, კალას და ტყვიის ურთიერთქმედების სპეციფიკა?

 

პასუხი:

მარილმჟავა და გოგირდმჟავა გერმანიუმთან, კალასთან და ტყვიისთან შემდეგი სპეციფიკით ურთიერთქმედებს:

რადგან გერმანიუმი მეტალთა ელექტროქიმიური ძაბვის მწკრივში წყალბადის შემდეგ არის მოთავსებული, მარილმჟავასთან და გოგირდმჟავასთან არ ურთიერთქმედებს. ტყვია, რომელიც ამ მწკრივში წყალბადის წინ არის მოთავსებული, მარილმჟავასთან და გოგირდმჟავასთან ურთიერთქმედებს წყალში უხსნადი მარილების PbCl2და PbSO4-ის წარმოქმნით, რომლებიც ფარავენ რა მეტალის ზედაპირს, ამუხრუჭებენ რეაქციის შემდგომ წარმართვას. კალა, რომელიც მეტალთა ელექტროქიმიური ძაბის მწკრივში ასევე წყალბადის მარცხნივ არის მოთავსებული, განზავებულ მარილმჟავასთან და გოგირდმჟავასთან ძალიან ნელა ურთიერთქმედებს, მაგრამ კონცენტრირებულ ამ მჟავებში, განსაკუთრებით გაცხელებისას, კარგად იხსნება Sn(II)-ის მარილების წარმოქმნით:

Sn + 2 HCl → SnCl2 + H2

Sn + 4 H2SO4 → Sn(SO4)2 + 2 SO2 + H2O