14.მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.3.გერმანიუმის ქვეჯგუფი
კითხვა:
კალას რომელ შენადნობებს იცნობთ? რა გამორჩეული თვისებებით ხასიათდება კალას შენადნობები?
პასუხი:
კალა, როგორც მალეგირებელი მეტალი, გამოიყენება სპილენძის ბევრ შენადნობში. Sn-ისდა Pb-ის შენადნობებიდან მნიშვნელოვანია ტიპოგრაფიული შენადნობი: 84-62 % Pb, 4-8 % Sn, 10-25 % Sb, 2-4 % As, აგრეთვე კალას შენადნობი სპილენძთან – ბრინჯაო (20 % Sn, 80 % Cu), რომლებიც გამოირჩევა მაღალი კოროზიამედეგობით. მიღებულია ასევე კალას შენადნობი ტყვიასთან (50 % Sn, 50 % Pb), რომელიც გამოიყენება მეტალების მირჩილვისათვის.