14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.1.ნახშირბადი

კითხვა:

როგორია ნახშირბად(II)-ის ოქსიდის კომპლექსწარმოქმნის უნარი? რომელ მომწამლავ კომპლექსურ ნაერთს იცნობთ იგივე მომწამლავი ეფექტით, რასაც ნახშირბად(II)-ის ოქსიდი ავლენს?

 

პასუხი:

CO-ს მოლეკულის ელექტრონული კონფიგურაციაა:

ელექტრონებით დაკავებული ორი არამაკავშირებელი σ*-ორბიტალი შეესაბამება ელექტრონების ორ არამაკავშირებელ წყვილს, რომელთაგან ერთი ეკუთვნის ჟანგბადის, მეორე კი - ნახშირბადის ატომს. დონორულ-აქცეპტორულ ურთიერთქმედებაში მონაწილეობისათვის σ°2c -ელექტრონული წყვილი ენერგეტიკულად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე σ°2O-ელექტრონული წყვილი. ამიტომ ლიგანდის სახით CO-ს მოლეკულა უფრო ხშირად კოორდინირდება ნახშირბადის ატომის მეშვეობით.

როგორც ცნობილია, d-ელემენტები ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით CO-თან კარბონილურ ნაერთებს წარმოქმნიან. ამ ელემენტის კარბონილები ძლიერ მომწამლავ ნივთიერებებს წარმოადგენენ.