14.მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.1.ნახშირბადი
კითხვა:
რომელი მეტალების კარბონატები არ იშლება გახურებისას? რატომ?
პასუხი:
გახურებისას არ იშლება ტუტე მეტალების კარბონატები (გარდა ლითიუმის კარბონატისა). სხვა მეტალების კარბონატების დაშლა აიხსნება კონტრპოლარიზაციის ეფექტით. რაც მეტი იქნება კატიონის მუხტის სიმკვრივე, მით უფრო ადვილად და უფრო დაბალ ტემპერატურაზე დაიშლება კარბონატი. მაგრამ ზოგჯერ ნაერთის დაშლაზე მოქმედებს სხვა ფაქტორებიც, ამიტომ დამოკიდებულება ნაერთის თერმულ მდგრადობასა და კონტრპოლარიზაციულ მოქმედებას შორის შეიძლება არ იყოს მარტივი. ტუტე მეტალების მწკრივში თერმულად ყველაზე მდგრადი ნაერთი უნდა იყოს ცეზიუმის კარბონატი. ამ რიგში ყველაზე დიდი რადიუსის გამო, ამ ნაერთს ყველაზე მცირე მაპოლარიზებელი უნარი აქვს (მისი მდგრადობა ლითიუმის კარბონატის მდგრადობაზეც კი ნაკლებია). ამ ანომალიის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს კარბონატების დაშლის შედეგად მიღებული ცეზიუმის ოქსიდის მაღალი აქროლადობა.