14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.1.ნახშირბადი

კითხვა:

რა გამოყენება აქვს ნახშირბად(IV)-ის ოქსიდს?

 

პასუხი:

ნახშირბად(IV)-ის ოქსიდი გამოიყენება ამიაკური ხერხით სოდის მისაღებად, კარბამიდის სინთეზისათვის. კარბამიდის საფუძველზე იღებენ კარგი მექანიკური სიმტკიცის მქონე პლასტიკურ მასებს, ე.წ. კარბამიდურ პლასტმასებს. იგი წარმოადგენს მრავალი ორგანული ნაერთისა და სამკურნალო პრეპარატის საწყის პროდუქტს. კარბამიდის ზოგიერთ წარმოებულს აქვს ჰერბიციდული თვისებები და მათ იყენებენ სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად.