13.მე-13 ჯგუფის ელემენტები

13.2.ალუმინი

კითხვა:

რა გამოყენება აქვს მეტალურ ალუმინს? ალუმინის რომელ ნაერთებს აქვთ განსაკუთრებული გამოყენება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.

 

პასუხი:

მეტალური ალუმინი ფართოდ გამოიყენება ყოფა-ცხოვრებაში, კვების პროდუქტების შესაფუთი ფოლგისა და ელექტროსადენების დასამზადებლად. მეტალური ალუმინი ძალიან ბევრ მეტალთან წარმოქმნის სპეციფიკური თვისებების მქონე შენადნობებს.ცნობილია ალუმინის ბინარული შენადნობების ოთხი ძირითადი ტიპი: Al−Si, Al−Cu, Al−Mg და Al−Zn. ისინი გამოირჩევა სიმსუბუქით და მაღალი მექანიკური სიმტკიცით, ანტიოქსიდანტური თვისებებით და ტენმედეგობით. მაგალითად, დურალუმინი [ალუმინის (94 %) შენადნობი სპილენძთან (4 %), მანგანუმთან, მაგნიუმთან, რკინასა და სილიციუმთან (თითოეული 0.5 %)], სილუმინი (Al − 85-90 %, Si − 10-14 %, Na – 0.1 %), მაგნალუმინი (შენადნობი მაგნიუმთან და სხვა მეტალებთან). ალუმინის შენადნობები (ტიტანთან, ლითიუმთან) წარმატებით გამოიყენება საავიაციო ტექნიკაში, მანქანათ და გემთმშენებლობაში. ალუმინი ასევე გამოიყენება, როგორც მალეგირებელი დანამატი შენადნობებისათვის მაღალი სითბომდგრადობის მისანიჭებლად. ალუმინის „პუდრისაგან“ მინერალურ ზეთში ნარევის სახით ამზადებენ მეტალთა ნაკეთობების დამცავ ანტიკოროზიულ თეთრ საღებავს.