13.მე-13 ჯგუფის ელემენტები

13.2.ალუმინი

კითხვა:

რომელი მნიშვნელოვანი თვისებით ხასიათდება ალუმინი? რა პირობებში ურთიერთქმედებს ალუმინი წყალთან?

 

პასუხი:

თუ ალუმინის ზედაპირს მოვაშორებთ მექანიკურად ოქსიდურ ფენას ანალუმინის ფირფიტას ჩავუშვებთ სულემის ან ვერცხლისწყლის ნიტრატის ხსნარში, ალუმინი გამოაძევებს ვერცხლისწყალს და წარმოქმნის მასთან ამალგამას (ვერცხლისწყალთან შენადნობი), რომელიც ხელს უშლის ალუმინის ზედაპირზე ოქსიდის აფსკის წარმოქმნას, რის გამოც ალუმინი აქტიურდება და შლის წყალს:

2 Al + 6 H2O → 2 Al(OH)3 + 3 H2­