13.მე-13 ჯგუფის ელემენტები

13.1.ბორი

კითხვა:

რა მნიშვნელოვანი სპეციფიკური თვისებებით გამოირჩევა ბორის შენადნობები?

 

პასუხი:

ბორი მცირე რაოდენობით შედის მრავალი შენადნობის შემადგენლობაში. ეს შენადნობები ხასიათდება მაღალი კოროზიამედეგობით, მექანიკური სიმტკიცით და თერმომდგრადობით. ბორის ბინარული ნაერთებიდან საინტერესო თვისებები აქვს ბორის ნიტრიდს (BN), რომელიც გამოირჩევა დიდი სიმაგრით (ოდნავ ჩამორჩება ალმასს) და კოროზიამედეგობით. მას ასევე იყენებენ ზოგიერთი მეტალის ზედაპირის მექანიკური სიმტკიცის და ანტიკოროზიული მედეგობის გასაზრდელად. ბორის ნიტრიდს იყენებენ სახეხი მასალების დასამზადებლად, რომლითაც ახდენენ მეტალების, მინერალების და კერამიკის დამუშავებას. ტექნიკაში ასევე გამოიყენება დიდი სიმტკიცის მქონე ბორის კარბიდი - B4C.