13.მე-13 ჯგუფის ელემენტები

13.1.ბორი

კითხვა:

როგორია მინერალურ მჟავებთან ბორის ურთიერთქმედების სპეციფიკა? დაწერეთ შესაბამისი რეაქციების ქიმიური ტოლობები.

 

პასუხი:

ბორი ურთიერთქმედებს მჟანგავ კონცენტრირებულ მჟავებთან [მაგალითად, აზოტმჟავა, გოგირდმჟავა, ან აზოტმჟავას (65-68 %-იანი) და მარილმჟავას (32-35 %-იანი) ნარევი, 1:3 თანაფარდობით („მეფის არაყი“)]:

B + 3 HNO3 (კონც.) → H3BO3 + 3 NO2

 2 B + 3 H2SO4 (კონც.) → 2 H3BO3 + 3 SO2

 

ბორზე არ მოქმედებს მჟავები, რომელთა მჟანგავ უნარს წყალბად-იონები განსაზღვრავს (მაგალითად, ფოსფორმჟავა, მარილმჟავა და სხვ.).