13.მე-13 ჯგუფის ელემენტები
13.1.ბორი
კითხვა:
რით არის განპირობებული B(OH)3 მჟავური ბუნება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ტოლობა.
პასუხი:
ორთობორის მჟავა (H3BO3) ძალიან სუსტი, ერთფუძიანი მჟავაა. ჩვეულებრივი მჟავებისაგან განსხვავებით, მისი მჟავური ბუნება განპირობებულია არა პროტონის მოხლეჩით, არამედ OHˉ-იონების მიერთებით:
B(OH)3 + HOH ⇄ [B(OH)4]ˉ + H+ pK = 9.0