13.მე-13 ჯგუფის ელემენტები

13.1.ბორი

კითხვა:

როგორი თბოუნარიანობით გამოირჩევა ბორანები? სად გამოიყენება ბორანები მათი წვის სპეციფიკის გამო?

 

პასუხი:

თავისუფალ მდგომარეობაში არსებობს ბორის ჰიდრიდები BnHn+4 და BnHn+6 შედგენილობით. მათი უმარტივესი წარმომადგენლებია: B2H6 და B4H10, B5H9, B6H10 - თხევადი, B10H14 - მყარი ნივთიერებები. ბორანების უმრავლესობა ჰაერზე თვითაალებადია და იწვის სითბოს დიდი რაოდენობის გამოყოფით. მაგალითად, B2H6-თვის წვის სითბო 2025 კჯ/მოლის ტოლია, მაშინ, როდესაც C2H6-თვის წვის სითბო 1425 კჯ/მოლია. ეს განაპირობებს მათ გამოყენებას რაკეტულ ტექნოლოგიებსა და ავიაციაში (ამ მიზნით ასევე გამოიყენება ბორის ზოგიერთი პოლიმერი).