13.მე-13 ჯგუფის ელემენტები
13.1.ბორი
კითხვა:
რომელ ელემენტთან არ რეაგირებს ბორი უშუალოდ? როგორ მიიღება ბორის წყალბადნაერთები - ბორანები? როგორი სტრუქტურა აქვთ ბორანებს?
პასუხი:
ბორი უშუალოდ არ ურთიერთქმედებს წყალბადთან. ბორანები წარმოიქმნება s ელემენტების ბორიდებზე (მაგალითად, MgB2 და სხვ.) მჟავების მოქმედებით
6 MgB2 + 12 HCl → B4H10 + H2 + 8 B + 6 MgCl2
ბორანების მიღება შესაძლებელია BF3-ზე ნატრიუმის ჰიდრიდის მოქმედებითაც:
2 BF3 + 6 NaH → B2H6 + 6 NaF