13.მე-13 ჯგუფის ელემენტები
13.1.ბორი
კითხვა:
რა სპეციფიკური უნარი გააჩნია ბორს, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს რადიაციულ ქიმიასა და ტექნიკაში?
პასუხი:
დედამიწის ქერქში ბორის მასური წილი 6·10-4 %-ს შეადგენს. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ნეიტრონებით ბორის ატომბირთვების ადვილად გარდაქმნით:
ნეიტრონების შთანთქმის უნარი განაპირობებს ბორის გამოყენებას ბირთვულ ენერგეტიკაში ბირთვული პროცესების შესანელებლად, აგრეთვე ნეიტრონული გამოსხივებისგან დასაცავად.