13.მე-13 ჯგუფის ელემენტები

13.1.ბორი

კითხვა:

არსებობს თუ არა ბუნებაში ბორი თავისუფალ მდგომარეობაში? რომელი ნაერთების სახით არის გავრცელებული ბორი ბუნებაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.

 

პასუხი:

ბორი ბუნებაში თავისუფალი სახით არ არსებობს. ბუნებაში გავრცელებული მინერალებია:

  • Na2B4O710H2O ბორაქსი
  • Na2B4O74H2O კერნიტი
  • H3BO3 სასოლინი

ბორს შეიცავს ბუნებრივი პოლიბორანული მჟავები და მისი მარილები.