12.მე-12 ჯგუფის ელემენტები
12.1.თუთია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი
კითხვა:
როგორი ქიმიური ბუნებით ხასიათდება თუთიის და კადმიუმის ჟანგბადშემცველი ნაერთები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობები.
პასუხი:
ZnO, Zn(OH)2, CdO და Cd(OH)2 ამფოტერული ნაერთებია ფუძე ბუნების სიჭარბით. ტუტეებთან ურთიერთქმედებით წარმოქმნიან ცინკატებს და კადმიატებს:
ZnO + 2 NaOH + H2O → Na2[Zn(OH)4]
Zn(OH)2 + 2 NaOH → Na2[Zn(OH)4]