12.მე-12 ჯგუფის ელემენტები
12.1.თუთია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი
კითხვა:
რომელ გარემოში ავლენს თუთია ძლიერ აღმდგენ ბუნებას და რატომ?
პასუხი:
თუთია ძლიერ აღმდგენ ბუნებას ავლენს ტუტეში, რადგან Zn2+ ამ გარემოში წარმოქმნის კომპლექსს [Zn(OH)4]2-და თუთიის ელექტროდული პოტენციალის მნიშვნელობა ხდება უფრო უარყოფითი: E°(Zn/Zn(OH)42-)= -1.22 ვ, ვიდრე მჟავა გარემოში: E°(Zn/Zn2+)= -0.76 ვ.