12.მე-12 ჯგუფის ელემენტები

12.1.თუთია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი

კითხვა:

რა ეწოდება თუთიის ოქსიდს? როგორ მიიღება ის მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობები.

 

პასუხი:

ZnO-ს ტექნიკური სახელწოდებაა “თუთიის თეთრა”. მისი მიღების სამრეწველო ხერხებია:

  • თუთიის სულფიდის გამოწვა: 2 ZnS + O2 → 2 ZnO + 2 SO2
  • თუთიის კარბონატის დაშლა: ZnCO3 → ZnO + CO2