1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები
1.1.წყალბადი
კითხვა:
როგორ მიიღება ლაბორატორიაში ორგანულ სინთეზებში გამოყენებული მნიშვნელოვანი აღმდგენები LiAlH4 და NaBH4?
პასუხი:
ლაბორატორიაში LiAlH4 და NaBH4 მიიღება ლითიუმის ჰიდრიდის და ნატრიუმის ჰიდრიდის მოქმედებით, შესაბამისად, Al2Cl6-თან და B2H6-თან:
8 LiH + Al2Cl6 → 2 LiAlH4 + 6 LiCl
2 NaH + B2H6 → 2 NaBH4