12.მე-12 ჯგუფის ელემენტები
12.1.თუთია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი
კითხვა:
როგორ ღებულობენ თუთიასა და კადმიუმს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
პასუხი:
თუთიისა და კადმიუმის მიღებას ახდენენ სულფიდური მადნებიდან: ჯერ გამოწვავენ, ხოლო შემდეგ აღადგენენ ნახშირით:
2 ZnS + 3 O2→ 2 ZnO + 2 SO2
ZnO + C → Zn + CO
ამ გზით მიიღება ტექნიკური თუთია. სუფთა თუთიას ღებულობენ ZnSO4-ის ელექტროლიზით.