12.მე-12 ჯგუფის ელემენტები

12.1.თუთია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი

კითხვა:

ატომის აღნაგობის თავლსაზრისით, რით განსხვავდება ვერცხლისწყალი თუთიისა და კადმიუმისაგან? რაში ვლინდება ეს განსხვავება?

 

პასუხი:

ვერცხლისწყლის შემთხვევაში, 6s2-ელექტრონი ატომბირთვისკენ შეღწევით ექცევა 5d10- და 4f14-ელექტრონების ეკრანის ქვეშ, Zn-ისდა Cd-ის შემთხვევაში ns2 ელექტრონები შეღწევით ექცევა (n-1)d10 ელექტრონების ეკრანის ქვეშ.ელემენტთა პერიოდულობის ცხრილში Zn-დან Cd-ზე გადასვლით, მთავარი კვანტური რიცხვის გაზრდის გამო, იონიზაციის ენერგია მცირდება, ხოლო Hg-ზე გადასვლით, პირიქით, იონიზაციის ენერგია იზრდება. Hg-ის 6s2 ელექტრონების მაღალი მდგრადობა განაპირობებს მისი თვისებების არსებით განსხვავებას Zn-ისა და Cd-საგან: ვერცხლისწყლის ნაერთები არამდგრადებია, მათთვის დამახასიათებელია  -Hg-Hg- ბირადიკალის წარმოქმნა (Hg22+), ატომები ერთმანეთთან კოვალენტური ბმით არიან დაკავშირებულნი.