11.მე-11 ჯგუფის ელემენტები
11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო
კითხვა:
რომელი მეთოდი გამოიყენება ოქროს მისაღებად? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.
პასუხი:
ოქრო ბუნებაში, ძირითადად, თვითნაბადი სახით არსებობს. ამიტომ მისი მიღების ორი ხერხი არსებობს - ფიზიკური და ქიმიური. ქიმიური მეთოდებიდან ოქროს მიღება შესაძლებელია ამალგამირების მეთოდით. მისი მიღების საუკეთესო მეთოდია ციანიდური მეთოდი - ბაგრატიონის მეთოდი:
2 Au + 8 KCN + H2O + O2 → 4 K[Au(CN)2] + 4 KOH
Zn + 2 K[Au(CN)2] → 2 Au + K2[Zn(CN)4]
ამ გზით მიღებული ოქრო მინარევის სახით შეიცავს თუთიას, ამიტომ მის დამუშავებას მჟავით ახდენენ (HCl ან H2SO4). მაღალი სისუფთავის (99.99%) ოქროს ღებულობენ AuCl3-ს (7.9 %) ხსნარის ელექტროლიზით. ანოდად იყენებენ მინარევიან ოქროს, კათოდად სუფთა ოქროს; მინარევები ანოდთან შლამის სახით ილექება.