11.მე-11 ჯგუფის ელემენტები

11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო

კითხვა:

რით აიხსნება ვერცხლის ამიაკატის უმდგრადობა მჟავა გარემოში?

 

პასუხი:

ხსნარში ადგილი აქვს კომპლექსის შიგა სფეროს (რამდენადმე მაინც) დისოციაციას წონასწორული მდგომარეობის დამყარებით:

[Ag(NH3)2]+ ⇄ Ag+ + 2 NH3

მჟავა გარემოში წონასწორობა გადაიხრება მარჯვნივ(ამიაკის ფუძე ბუნების გამო),რაც კომპლექსის დაშლას გამოიწვევს.