11.მე-11 ჯგუფის ელემენტები

11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო

კითხვა:

რომელი მეთოდით ღებულობენ ვერცხლს? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.

 

პასუხი:

ვერცხლის მისაღებად მის ბუნებრივ ნაერთებს (Ag2S, AgCl) ხსნიან ნატრიუმის ციანიდის წყალხსნარში:

AgCl + 2 NaCN ⇄ Na[Ag(CN)2] + NaCl

Ag2S + 4 NaCN ⇄ 2 Na[Ag(CN)2] + Na2S

 

მეორე სარეაქციო ნარევში ატარებენ ჰაერის ნაკადს წონასწორობის მარჯვნივ გადახრის მიზნით. ამ დროს S2- გარდაიქმნება S2O32- -ად ან SO42--ად.

ვერცხლის სულფიდი იხსნება ნატრიუმის ტეტრაციანოცინკატში:

2 Ag2S + 2 Na2[Zn(CN)4] → 4 Na[Ag(CN)2] + 2 ZnS

ციანიდური კომპლექსიდან ვერცხლის გამოყოფას ახდენენ თუთიის (აღმდგენელი) ფხვნილის დამატებით:

Zn + 2 Na[Ag(CN)2] → 2 Ag + Na2[Zn(CN)2]

 

არსებობს ვერცხლის მიღების ამალგამირების მეთოდიც. ამ მეთოდის მიხედვით, Ag2S-ისა და CuCl2-ის ნარევს უმატებენ მეტალურ ვერცხლისწყალს, რომელიც CuCl2-ს აღადგენს CuCl-მდე:

2 CuCl2 + 2 Hg → 2 CuCl2 + HgCl2

Ag2S + 2 CuCl → 2 AgCl + Cu2S

 

Ag-თან ვერცხლისწყალი წარმოქმნის ამალგამას:

2 AgCl + 2 Hg → 2 Ag/Hg2Cl2

ან

AgCl + CuCl → Ag + CuCl2

 

ამალგამიან ვერცხლს წნევის ქვეშ ფილტრავენ, ხოლო ვერცხლისწყალს აშორებენ გადადენით. ვერცხლის მიღებას ახდენენ სპილენძის საწარმოო ნარჩენებიდან ელექტროქიმიური მეთოდით.