11.მე-11 ჯგუფის ელემენტები

11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო

კითხვა:

რატომ და როგორ ეცვლებათ ფერი ჰაერზე სპილენძისა და ვერცხლის ნაკეთობებს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

 

პასუხი:

მწვანე შეფერილობა სპილენძის ფუძე კარბონატისთვისაა დამახასიათებელი, რომელიც წარმოიქმნება ტენიან გარემოში სპილენძზე ჰაერის ჟანგბადის და მასში არსებული CO2-ის ერთდროული მოქმედებით:

4 Cu + 2 CO3 + 2 H2O + O2 → 2 Cu2(OH)2CO3

 

ვერცხლის ნაკეთობათა გაშავება აიხსნება Ag2S-ის წარმოქმნით ჰაერში ტენთან ერთად H2S-ის არსებობით (განსაკუთრებით “გოგირდიან წყლებში”):

4 Ag + 2 H2S + O2 → 2 Ag2S +  2 H2O