11.მე-11 ჯგუფის ელემენტები
11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო
კითხვა:
რით აიხსნება ოქროს ატომის იონიზაციის I ენერგიის შესამჩნევი ზრდა?
პასუხი:
s-ელექტრონები ყველაზე მეტი შეღწევადობით ხასიათდებიან. ოქროს შემთხვევაში 6s-ელექტრონი ექცევა ორმაგი ეკრანის (5d10 და 4f14) ქვეშ, რაც განაპირობებს მის გაძლიერებულ ურთიერთქმედებას ბირთვთან და შედეგად, იზრდება იონიზაციის ენერგია.