10.მე-10 ჯგუფის ელემენტები
10.2.პლატინის ჯგუფის მეტალები
კითხვა:
როდიუმის რომელი უხსნადი კომპლექსის წარმოქმნა იძლევა საშუალებას მისი პლატინის ჯგუფის სხვა მეტალებისაგან დასაცილებლად? როგორ მიიღება ამ ნაერთებიდან მეტალური როდიუმი?
პასუხი:
როდიუმის უხსნადი კომპლექსის - [Rh(NH3)3Cl3]-ის წარმოქმნა გამოიყენება პლატინის ჯგუფის სხვა მეტალებისაგან როდიუმის დასაცილებლად. წყალბადის არეში ამ ნაერთის გაცხელებით მიიღება მეტალური როდიუმი.