10.მე-10 ჯგუფის ელემენტები
10.1.ნიკელი
კითხვა:
რა გამოყენება აქვს ნიკელს ტექნიკაში და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მასალების წარმოებაში?
პასუხი:
ნიკელს იყენებენ მეტალის ზედაპირის კოროზიისაგან დამცავი ფენის დასამზადებლად - ნიკელით აწარმოებენ აგრეთვე სხვა მეტალების დაფარვას (მონიკელება). ნიკელის დამატება ფოლადის შენადნობში ზრდის მის მდგრადობას. ნიკელისა და სპილენძის შენადნობი თითქმის არ განიცდის კოროზიას, ამიტომ შენადნობს იყენებენ გემთმშენებლობასა და თვითმფრინავთმშენებლობაში. ნიკელის ფხვნილი გამოიყენება კატალიზატორად ქიმიურ რეაქციებში. ნიკელის ზოგიერთი ნაერთი გამოიყენება საღებავების წარმოებაში. წვრილად დაწილადებული ნიკელი სხვადასხვა ქიმიური რეაქციის კატალიზატორად გამოიყენება. ნიკელისაგან ლაბორატორიულ ჭურჭელს ამზადებენ.
ნიკელი გამოიყენება მრავალი სპეციფიკური და ფართო მოხმარების პროდუქტების, მასალების და მოწყობილობების, მათ შორის, მაგნიტების, მეტალის მონეტების, მრავალჯერადი დატენვის ბატარეების, მიკროფონის კაფსულების, გიტარის სიმების დასამზადებლად, მინებისთვის მწვანე ელფერის მისაცემად (ტონირებისთვის) და სხვ. გამოიყენება Fe/Ni-ის, Ni/Cd-ის, Ni/Zn-ის და Ni/H-ის აკუმულატორების დასამზადებლად.