10.მე-10 ჯგუფის ელემენტები

10.1.ნიკელი

კითხვა:

რომელ ქიმიურ რეაქციას ეფუძნება არაელექტროლიტური (ე.წ. უდენო) მონიკელების ხერხი? დაწერეთ შესაბამისი ტოლობა.

 

პასუხი:

ეს ხერხი ეფუძნება ნატრიუმის ციტრატის თანაობისას (95 °C, pH = 4-6) Ni(II)-ის ქლორიდის და ნატრიუმის ჰიპოფოსფიტის ხსნარში მიმდინარე რეაქციას, რომელიც შემდეგი ქიმიური ტოლობით გამოისახება:

NiCl2 + NaH2PO2 + H2O → Ni + NaH2PO3 + 2 HCl