10.მე-10 ჯგუფის ელემენტები
10.1.ნიკელი
კითხვა:
რომელი ნაერთია მდგრადი ნიკელის კატიონური კომპლექსნაერთებიდან?
პასუხი:
ნიკელის კატიონური კომპლექსნაერთებიდან მდგრადია ოქტაედრული ჰექსააკვა- და ჰექსაამინოკომპლექსები. აკვა-კომპლექსები ღია მწვანე ფერისაა, ნიკელის უწყლო მარილები, ჰალოგენიდები გარდა NiI2-ისა, რომელიც შავია), სულფატი, ნიტრატი, ციანიდი და სხვ. - ყვითელი ფერისაა. მათი წყალხსნარები კი მწვანე ფერისაა, ასეთივე ფერი აქვს ნიკელის კრისტალჰიდრატებსაც: Ni(NO3)2·6H2O, NiSO4·7H2O და სხვ. [Ni(NH3)6]2+ - ინტენსიური ლურჯი ფერისაა. ცნობილია შერეული აკვა- და ამინოკომპლექსები: [Ni(H2O)6-n(NH3)n]2+. ეს ცვლილება ფერის ცვლილებაშიც აისახება - ღია მწვანედან ლურჯამდე, რაც გახლეჩის ენერგიის (Δ) ზრდასთან არის დაკავშირებული. შთანთქმის ზოლების გადანაცვლება ხდება მოკლე ტალღის სიგრძეებისაკენ.
ჩვენი სტუმრები
პროფ. გიორგი ტიტვინიძე
საქართველო და წარმატებული კვლევები ალტერნატიული ენერგიის წყაროების სფეროში
სწრაფი ბმულები




