10.მე-10 ჯგუფის ელემენტები
10.1.ნიკელი
კითხვა:
რას ეფუძნება მოლეკულური ჟანგბადის გააქტიურება ნიკელის კომპლექსნაერთით? როგორ იცვლება ბმის სიგრძე კომპლექსში ბმული ჟანგბადის მოლეკულაში? რა მნიშვნელობა აქვს მოლეკულური ჟანგბადის გააქტიურებას კომპლექსწარმოქმნის ხარჯზე?
პასუხი:
M[P(C6H5)3]4 (M = Ni, Pd, Pt) შთანთქავს ჟანგბადს:
M[P(C6H5)3]4 + O2 → M(O2)[P(C6H5)3]2 + 2P(C6H5)3
წარმოქმნილი კომპლექსები – M(O2)[P(C6H5)3]2 წარმოადგენს მჟანგავებს და კატალიზატორებს O2-ის აქტივაციის ხარჯზე: კომპლექსში, თავისუფალი ჟანგბადის მოლეკულასთან შედარებით, იზრდება O-O ბმის სიგრძე, ე.ი. ხდება მისი აქტივაცია, რეაქციიუნარიანობის გაზრდა.