10.მე-10 ჯგუფის ელემენტები

10.1.ნიკელი

კითხვა:

რომელი ჟანგვითი რიცხვია დამახასიათებელი, ძირითადად, ნიკელისთვის?

 

პასუხი:

 ნაერთებში უმაღლესი ჟანგვითი რიცხვის შემცირების ტენდენცია კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს ნიკელის ატომში. ნიკელის ჟანგვითი რიცხვი ნაერთებში +2 და +3-ის ტოლია. მისთვის, ძირითადად, დამახასიათებელია +2-ის ტოლი ჟანგვითი რიცხვი.