9.მე-9 ჯგუფის ელემენტები
9.1.კობალტი
კითხვა:
როგორია კომპლექსწარმომქმნელის ატომური ორბიტალების ჰიბრიდიზაციის ტიპი კომპლექსურ იონებში, თუ ცნობილია, რომ [Co(NH3)6]2+ პარამაგნიტურია, ხოლო [Co(NH3)6]3+ - დიამაგნიტური?
პასუხი:
ვინაიდან [Co(NH3)6]2+-იონი მაღალსპინურია და შენარჩუნებულია კენტი ელექტრონები, კომპლექსი პარამაგნიტურია:
კომპლექსური იონი - [Co(NH3)6]3+ დიამაგნიტურია. ლიგანდების ოქტაედრული განლაგებისათვის საჭიროა Co3+ -იონის 3d-ქვედონეზე ელექტრონების გაწყვილება: