9.მე-9 ჯგუფის ელემენტები

9.1.კობალტი

კითხვა:

კობალტ(III)-ის ნაერთებიდან (არაკომპლექსური) რომელია მდგრადი?

 

პასუხი:

კობალტ(III)-ის ნაერთებიდან ერთადერთი მდგრადი ნაერთია Co(OH)3. მასზე მჟავების მოქმედებით მიიღება კობალტ(II)-ის მარილები. ჟანგბადიანი მჟავების შემთხვევაში გამოიყოფა ჟანგბადი, მარილმჟავას შემთხვევაში კი - ქლორი:

4 Co(OH)3 + 4 H2SO4 →  4 CoSO4 + O2­ + 10 H2O

2 Co(OH)3 + 6 HCl → 2 CoCl2 + Cl2­ + 6 H2O

კობალტ(III)-ის ნაერთები არამდგრადია, აქვთ მჟანგავი თვისება და აღდგებიან კობალტ(II)-ის ნაერთების წარმოქმნით. შედარებით მდგრადია შაბები, თუმცა მდგრადობით ჩამორჩება რკინის, ალუმინის და ქრომის შაბებს. მდგრადია შერეული ოქსიდი - Co3O4.