9.მე-9 ჯგუფის ელემენტები
9.1.კობალტი
კითხვა:
რა გამოყენება აქვს კობალტს ტექნიკაში?
პასუხი:
ფოლადის კობალტით ლეგირება ზრდის მის ტემპერატურისადმი მდგრადობას, აუმჯობესებს მის მექანიკურ მახასიათებლებს. კობალტის შენადნობებისგან ამზადებენ მკვრივი და მაგარი მყარი მასალების დასამუშავებელი ინსტრუმენტებისთვის ბურღებს, საჭრეთელებს და ა.შ.;
- კობალტის შენადნობების მაგნიტური თვისებები გამოიყენება მაგნიტური ჩაწერის აპარატურაში, ასევე ელექტროძრავებისა და ტრანსფორმატორების „გულაში“; მაგნიტების დასამზადებლად ზოგჯერ გამოიყენება დაახლოებით 50% კობალტის, ასევე ვანადიუმისა და ქრომის შემცველი შენადნობი;
- კობალტი გამოიყენება ქიმიური რეაქციების კატალიზატორად;
- ლითიუმის კობალტატი გამოიყენება მაღალეფექტურ დადებით ელექტროდად ლითიუმის აკუმულატორების (ბატარეების) წარმოებაში;
- კობალტის სილიციდი – საუცხოო თერმოელექტრული მასალაა, რომლის საშუალებითაც იწარმოება მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტის მქონე თერმოელექტროგენერატორები;
- რადიოაქტიური 60Co გამოიყენება γ-დეფექტოსკოპიასა და მედიცინაში, აგრეთვე ენერგიის რადიოიზოტოპურ წყაროებში;
- CoO და Co2O3 გამოიყენება ლურჯი ფერის მინანქრის დასამზადებლად;
- ლითიუმ-კობალტის ოქსიდი (LiCoO2) ფართოდ გამოიყენება ლითიუმ-იონური ბატარეების კათოდად.