9.მე-9 ჯგუფის ელემენტები
9.1.კობალტი
კითხვა:
როგორ ღებულობენ კობალტს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
პასუხი:
ბუნებრივ მადნებში კობალტის შემცველობა მცირეა, ამიტომ ჯერ ახდენენ კობალტის მადნების კონცენტრირებას და შემდეგ გამოწვით კობალტის ოქსიდების მიღებას. კობალტის ოქსიდებიდან კობალტს ღებულობენ აღმდგენელების მოქმედებით:
CoO + H2→ Co + H2O
Co2O3 + 3 CO → Co + 3 CO2
კობალტს ღებულობენ აგრეთვე ოქსიდებიდან ალუმინოთერმიით:
3 Co3O4 + 8 Al → 9 Co + 4 Al2O3
სუფთა ლითონურ კობალტს ღებულობენ მისი მარილების ხსნარების ელექტროლიზით და შემდგომი ელექტროლიტური გასუფთავებით.