8.მე-8 ჯგუფის ელემენტები

8.1.რკინა

კითხვა:

რა გამოყენება აქვს რკინის შემცველ პრეპარატებს (რკინის გლუკონატი, ფერუმ-რედუქტი და სხვ.)?

 

პასუხი:

რკინის გლუკონატი რკინის პრეპარატია, რომელიც ახდენს ჰემოგლობინის რეგენერაციას და ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს; აუმჯობესებს სისხლწარმომქმნელი ორგანოების მუშაობას; არ ლექავს ორგანიზმში ცილებს. მედიცინაში ამ პრეპარატს იყენებენ რკინადეფიციტური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ferrum reductum (აღდგენილი რკინა) კუჭის წვენში ხსნადი პრეპარატია, რომელიც ასტიმულირებს სისხლწარმოქმნის პროცესს.